ამბები




„ახალ წელიწადს ისე უნდა მივეგებოთ, რომ ყოველი სიკეთე იყოს მარადიული სიცოცხლისთვის“, - მეუფე შიო



პატრიარქის თანამოსაყდრის, მეუფე შიოს თქმით, ახალ წელიწადს ისეთი განწყობით უნდა მივეგებოთ, რომ ჩვენი ცხოვრების ყოველი მიზანდასახულობა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის კი არა, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის იყოს.
მეუფე შიომ სამების საკათედრო ტაძარში საკვირაო ქადაგებისას ასევე, აღნიშნა:
„დღეს არის წელიწადის ბოლო დღე, ხვალ ახალი წელი შემოდის და სწორედ ამაზე ვფიქრობთ, როგორ ვეგებებით ჩვენ ახალ წელიწადს - უნდა მივეგებოთ იმ განწყობით, რომ ყოველი სიკეთე, ყოველი მიზანდასახულობა ჩვენი ცხოვრებისა უნდა იყოს არა ამქვეყნიური კეთილმოწყობისთვის, როგორც ახლა არის ძალიან მიღებული და გავრცელებული, არამედ მარადიული სიცოცხლისთვის. ეს უნდა იყოს ჩვენი ცხოვრების აზრი და მიზანი. შემდგომი წელიწადი ყოფილიყოს ამ თვალსაზრისით ყოველი ჩვენგანისთვის და ჩვენი ერისთვის წინგადადგუმული ნაბიჯი. ეს ყოფილიყოს ბედნიერი, მშვიდობიანი და უფალთან დაახლოების წელი.“ 

მისივე თქმით, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, დღეს საღამოდან, ასევე, 1-2 იანვარს შობის მარხვა თევზით ხსნილია.

წყარო:newposts.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com