რა მიზეზით უჩინარდებიან ადამიანები საქართველოში და რომელ რეგიონებშია ყველაზე მეტი უგზო-უკვლოდ დაკარგული

24 დეკემბერი, 2017 945



შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 1053-ს.

AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორია ბოლო წლებში საქართველოში დაკარგულ პირთა სტატისტიკა, რა არის უგზო-უკვლოდ დაკარგვის მიზეზი და ყველაზე ხშირად რომელ რეგიონებში იკარგებიან ადამიანები. 

უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება პირი, რომელიც მოულოდნელად გაუჩინარდა დაუდგენელი მიზეზების გამო. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უგზო-უკვლოდ დაკარგული პირის მიმართ სამძებრო სამუშაოები წარმოებს განცხადების საფუძველზე, გაუჩინარების ადგილის მიხედვით, შსს-ს შესაბამისი დანაყოფის მიერ, ან გადაიგზავნება მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ასეთის არსებობის შემთხვევაში. შსს-დან მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2012-2017 წლებში უგზო-უკვლოდ 1053 ადამიანი დაიკარგა. მათგან 350 - ქალია, 703- მამაკაცი. არასრულწლოვან დაკარგულ პირთა რაოდენობა შეადგენს 128-ს. უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის 25-44 წლამდე ასაკის ადამიანები ჭარბობენ.

აღნიშნულ პერიოდში 749 ადამიანის პოვნა მოხერხდა, აქედან 280 - ქალი, 469 კი მამაკაცია. ზემოხსენებულ პერიოდში არასრულწლოვან მოძებნილ პირთა რაოდენობა შეადგენს 113-ს. აქედან 48 - გოგონა, 65 - ბიჭი.

შსს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრის მონაცემებით პირთა უგზო-უკვლოდ დაკარგვის ძირითადი გარემოებები ასეთია: 
  • გაუჩინარებული პირის ფსიქიური დაავადება
  • ალცჰეიმერის დაავადება
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა
  • ოჯახური პრობლემები/კონფლიქტები
  • წინასწარ განზრახვით ნათესავებთან კავშირის გაწყვეტა
  • საზღვარგარეთ გამგზავრების შემდგომ გაურკვეველი მიზეზით გაუჩინარება
  • სტიქიური უბედურება
  • საომარი მოქმედებები
  • ტურისტული მოგზაურობა/ლაშქრობა
  • მიუსაფარ ბავშთა და საოჯახო ტიპის სახლებიდან ბავშვების გაქცევა და სხვა
რაც შეეხება რეგიონების მიხედვით უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა რაოდენობას, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით ირკვევა, რომ 2012 წლიდან 2017 წლის ივნისის მონაცემებით, ყველაზე მეტი, 347 პირი თბილისშია დაკარგული. დანარჩენი მონაცემი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს რეგიონების სამმართველოებიდან მოგვაწოდა, ასე გამოიყურება:

თბილისის მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 347 პირი, აქედან იპოვეს 261, იძებნება 86. 
ქვემო ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 119 პირი, მოიძებნა 90
კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - ზემოთ აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 68 ადამიანზე, მოიძებნა 46 პირი
შიდა ქართლის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 83 პირი, მოძებნეს 43
სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 20, მოიძებნა 16
გურიის სამხარეო მთავარი სამმართველო - 2012 წლიდან 2017 წლის 30 ივნისამდე იძებნებოდა 14 პირი, მოიძებნა 12
მცხეთა-მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 23, მოიძებნა 16 პირი
იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის სამხარეო სამმართველო - აღნიშნულ პერიოდში ძებნა გამოცხადდა 192-ზე, მოიძებნა 136
სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო მთავარი სამმართველო - იძებნებოდა 116 პირი, მოიძებნა 88 ადამიანი

თეა ბეჟიტაშვილი
AMBEBI.GE
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: