51-ე სკოლასთან მოკლული მოსწავლის მამა - მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ბოლომდე იყოს მიყვანილი



არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყოს მიყვანილი, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დათო სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ "რუსთავი2"-თან საუბრისას განაცხადა.

მას ეჭვი ეპარება, რომ მომხდარ დანაშაულში მხოლოდ ორი პირი ფიგურირებდეს. გარდაცვლილის მამა ასევე არ ეთანხმება ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის განცხადებას, რომ მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა გარდაცვლილ დათო სარალიძეს იარაღი მხოლოდ ერთხელ მოუქნია.

ზაზა სარალიძის განცხადებით, აღნიშნული საქმის ობიექტური და სამართლებრივი გამოძიება მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტები მომავალში არ განმეორდეს.

"ორ არასრულწლოვანს რატომ უნდა მოსვლოდა აზრად თავში, რომ 12 ჭრილობა მიაყენოს ერთ ადამიანს?! ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ შემთხვევით გამვლელი ლევან დადუნაშვილიც მოკლეს. არ გამოვრიცხავ, რომ ამ საქმეში მეტი პოროვნება მონაწილეობდეს, მაგრამ ჯერჯერობიოთ ორი იარაღია ამოღებული და ორ პიროვნებაზე კეთდება აქცენტი.

არ ვეთანხმები ადვოკატის განცხადებას, რომ ერთხელ მოუქნია მისი დაცვის ქვეშ მყოფმა იარაღი. თუ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ერთხელ მოუქნია დანა, მეორე პირი 11-ჯერ ვერ მოასწრებდა დანის დარტყმას, ეს გამორიცხულია.

არა მარტო ძალოვან უწყებებს, არამედ მთელ საქართველოს მინდა მივმართო, რომ ეს საქმე ასე არ დარჩეს და ბოლომდე იყო მიყვანილი. არა იმის გამო, რომ ჩემი შვილია დაღუპული, იმის გამო, რომ ეს მეორედ არ მოხდეს. თუ ვინმე დაუსჯელი დარჩა, თუ ეცადნენ, რომ შემამსუბუქებელი გარემოებით შეუმსუბუქეს სასჯელი, ჩათვალეთ, რომ ყველა მოზარდი იმას იფიქრებს, რომ მეც იგივეს გავაკეთებო", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.

წყარო: ambebi.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com