ამბები

ნუ ზრდით ბავშვებს “კაცებად”, ადამიანებად გაზარდეთ



ინტერნეტგამოცემა საფარი/Sapari ხორავას ქუჩაზე მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, ბაია პატარაიას ბლოგს აქვეყნებს:
"ორი ბავშვის სიკვდილით დამთავრდა სისხლიანი სასკოლო ჩხუბი ვერაზე და შეგვეშინდა ყველას. განსაკუთრებით მათ, ვისაც 90-იანები გვახსოვს, როდესაც ასეთი სისხლიანი გარჩევები ყოველდღიურობა იყო.
ვისი ბრალია?
ვისი ბრალია და ჩვენი, მთელი საზოგადოების. ჩვენ ძალიან ბევრს ვცოდავთ ბავშვებთან. გვგონია, რომ ბავშვისთვის სახლის, საჭმლის და ტანსაცმლის მიცემა საკმარისია – დანარჩენი ბავშვმა თვითონ უნდა ისწავლოს და გაარკვიოს, დატოვებულმა სკოლის, ქუჩის, ტელევიზორისა და კომპიუტერული თამაშების ამარა.
ეს კიდევ არაფერი, გვგონია რომ ბავშვი ჩვენი საკუთრებაა. როცა მისი უსაქციელობა არ მოგვწონს, ვუყვირით, ვცემთ, ვაშინებთ, ვემუქრებით – ბავშვი ჩვენი ნივთია! მას არ ვეპყრობით პატივისცემით. გვგონია, რომ აღზრდის პროცესში უფლება გვაქვს, შვილის ღირსება გავთელოთ. ბავშვის დამცირება გვგონია აღზრდა.
და კიდევ ერთი დიდი შეცდომა, რომელსაც ყველაზე ხშირად ბიჭებთან ვუშვებთ. ჩვენ მათ “კაცებად” ვზრდით, ანუ ვასწავლით აგრესიას, ვეუბნებით, რომ “სისუსტის” ყველანაირი გამოვლინება სირცხვილია. ვეუბნებით, რომ არასოდეს იტირონ, არასოდეს განიცადონ და თუ მაინც შეხვდათ წყენა, გასცენ საკადრისი პასუხი და იძიონ შური.
მე ვარ ბიჭის დედა და როდესაც ჩემი ორი წლის შვილი ცდილობდა ცემაზე ცემითვე ეპასუხა თავისი ასაკის ბავშვებისთვის, ვეუბნებოდი, რომ ცემა არ შეიძლება! მეც მეცოდებოდა ჩემი ატირებული შვილი, მაგრამ არასოდეს მისწავლებია მისთვის “კაცობა” და არასოდეს მითქვამს, თუ დაგარტყამს, შენ უფრო მაგრად დაარტყი-მეთქი. ეს ბევრად უფრო ადვილი იქნებოდა სათქმელადაც და შესასრულებლადაც, მაგრამ ეს არ იყო სწორი და მე ამას ვერ ვასწავლიდი ჩემს შვილს.
“კაცობა” მარტო ცემა-ტყეპის სწავლებას არ გულისხმობს ხოლმე, “კაცობა” ნიშნავს, ასწავლო გამარჯვება დამარცხებულის ხარჯზე. “კაცობა” ნიშნავს არა თანასწორობის, არამედ იერარქიის სწავლებას, პირველობის სწავლებას. გამარჯვებულობის მოთხოვნა თრგუნავს ბავშვს და წარუმატებლობის შემთხვევაში ტანჯავს კიდეც. მაგრამ ჩვენ ისევ იმავეს ვასწავლით ბავშვებს: იყავი ძლიერი, იყავი წარმატებული, იყავი მდიდარი, იყავი უფროსი, იყავი სხვაზე მეტი! თუ არადა იქნები “ლუზერი”, დამარცხებული, საწყალი, სუსტი… სწორედ სუსტები კლავენ სხვა ადამიანებს. და ამ სისუსტეს ჩვენ შთავაგონებთ ჩვენს შვილებს, ჩვენ ვახვევთ თავს.
ღირებულებათა სისტემა გვაქვს მოშლილი, სადაც უფროსობა უფრო კარგია, ვიდრე თანასწორობა; სადაც პირადი გამარჯვება უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ყველას კარგად ყოფნა; სადაც საკუთარი სიმდიდრე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შენი გარშემომყოფების კეთილდღეობა; სადაც ჯიპი უფრო დიდი წარმატებაა, ვიდრე ტრამვაი ქალაქში; სადაც “კაცობა” უფრო აუცილებელია, ვიდრე ადამიანობა.
ნუ ასწავლით ბავშვებს “კაცობას”, ადამიანობა ასწავლეთ…"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com