ამბები




100 000 თუთის ნერგი მეაბრეშუმეობის განვითარებისთვის


 

 

საქართველოში მეაბრეშუმეობის განსავითარებლად, კომპანიამ"ასკანელიძმები"და უზბეკეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენმა საქართველოს ხელისუფლებას უზბეკეთიდან შემოტანილი 100 000 თუთის ნერგი საჩუქრად გადასცეს –ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის და კომპანია"ასკანელიძმების" დამფუძნებლის, ჯიმშერ ჩხაიძის შეხვედრაზე გახდა ცნობილი.

პრემიერ–მინისტრმა ჯიმშერ ჩხაიძეს მადლობა გადაუხადა „ასკანელი ძმების" მიერ განხორციელებული საინტერესო პროექტებისთვის და იმედი გამოთქვა, რომ სახელმწიფოსა და კერძო სექტორის ამ წარმატებული თანამშრომლობით, ქართული მეაბრეშუმეობა გადარჩება და განვითარდება.

„ერთი წლის წინ ეკონომიკის სამინისტრომ შექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, სადაც მოვიწვიეთ უცხოეთში მოღვაწე ქართველები. ნუგზარ კაჩუხაშვილს, რომელსაც ჰარვარდის უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და არის წარმატებული ბიზნესმენი, ვთხოვეთ შეექმნა ინდუსტრიული განვითარების ჯგუფი, რომელიც სხვადასხვა ინდუსტრიების განვითარების სტრატეგიებზე იმუშავებდა. მისი მეშვეობით შეიქმნა საქართველოში მეაბრეშუმეობის აღორძინების კონცეფცია. ჩვენ მოვუწოდეთ ქართველ ბიზნესმენებს, დაგვხმარებოდნენ კონცეფციის განხორციელებაში. ძალიან სასიხარულოა, რომ წამოწყებას გამოეხმაურა „ასკანელების ჯგუფის" ერთ–ერთი დამფუძნებელი ჯიმი ჩხაიძე, რომელმაც სხვა ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, სხვადასხვა ქვეყნიდან, მათ შორის უზბეკეთიდან, შემოიტანა 100000 თუთის ნერგი და აჩუქა სახელმწიფოს,"–განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

პრემიერ–მინისტრმა მოუწოდა ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს, ორგანიზებულად დაურიგონ ნერგები მცირე მეწარმეებს და მიაწოდონ მათ ყველა საჭირო ინფორმაცია. მისივე თქმით, მეაბრეშუმეობა არის წვრილ მეურნეობებზე დაფუძნებული მოდელი, რომლის აღორძინებაც წვრილი წარმოების განვითარებასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.

მეაბრეშუმეობის განვითარების მნიშვნელობა ასევე შეაფასა კომპანია „ასკანელი ძმების" დამფუძნებელმა ჯიმშერ ჩხაიძემ.

„ამ ნერგების დარიგებით მეაბრეშუმეობის განვითარებას შეეწყობა ხელი. ეს ზოგადად მოსახლეობის დასაქმების და მეაბრეშუმეობის გადარჩენისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯია. მიხარია, რომ სახელმწიფო ამ პროცესში ძალიან მონდომებულია, საინტერესო პროექტების განვითარებას უწყობს ხელს და აკეთებს ყველაფერს, რაც შესაძლებელია არსებულ ვითარებაში,"–აღნიშნა ჯიმშერ ჩხაიძემ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com