ამბები

ავარია ბათუმში -სამი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი


ავარია ბათუმში. ლეონიძისა და ბაგრატიონის ქუჩების კვეთაში ბეემვეს მარკის ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპირო მხარეს მოძრავ ჯიპს, შემდეგ კი მიკრო ავტობუსს დაეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას  ajaratv ავრცელებს.

თვითმხილველის თქმით, მიზეზი სავარაუდოდ, ავტომანქანის მოცურება გახდა. სამი დაშავებული რეფერალურ საავადმყოფოშია გადაყვანილი. 

გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს,რაც ტრანსპორტით მოძრაობის და ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]