ამბები

,,ჩემი ქმარი გმირი იყო" -გარდაცვლილი სპეცრაზმელის მეუღლის ემოციური პოსტი


თბილისში ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციისას დაღუპული სპეცრაზმელის, ვანო გოლოშვილის მეუღლე, თამარ ხელაია ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ემოციურ პოსტს აქვეყნებს:
,,ჩემი ქმარი გმირი იყო, მან თავისი სამშობლოსათვის თავი შესწირა, თავისი ხალხისთვის თავი შესწირა, მისი საყვარელი ცოლ -შვილი ობლად დაგვტოვა, მე სული მეწვის, საუკეთესო მეუღლე და მამა იყო, ის ყოველთვის ჩემთან იქნება, ისე გავაგრძელებ ცხოვრებას,როგორც მას უნდოდა, ის უკვე სასუფეველშია,მე კი აქ ჯოჯოხეთში, მისი შვილები მაძლიერებენ, მე მისი იმედი მაქვს, სასუფევლიდანაც მიხედავს თავის შვილებს...მადლობა ყველას თანაგძნობისთვის“.
გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად გარდაცვლილი სპეცრაზმელი, 41 წლის ვანო გოლოშვილია.
გოლოშვილი დუშეთიდან, სოფელ მილისწყაროდან არის. მას 28 წლის მეუღლე და 2 შვილი დარჩა - 3 წლის გიორგი და 5 წლის მარიამი.


скачать dle 12.0
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

[email protected]