ამბები




პაციენტის მტკიცებით, ლაბორატორიაში С ჰეპატიტი დაუდგინეს, განმეორებითმა ანალიზმა კი ვირუსი არ დაადასტურა



პაციენტის ინფორმაციით, თბილისში, დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიაში С ჰეპატიტის ვირუსზე HCV RNA, VL ტესტით ჩატარებული ე.წ. PCR კვლევის შედეგად, პირველად დადებითი, ხოლო განმეორებით უარყოფითი დიაგნოზი დაუსვეს. 

როგორც „ინტერპრესნიუსს“ თავად აღნიშნულმა პირმა განუცხადა, ე.წ. PCR კვლევის განმეორებით ჩატარების შემდეგ უთხრეს, რომ „ლაბორატორიის აპარატი, რომლითაც დიაგნოზი დაუსვეს, მწყობრიდან იყო გამოსული“. მისივე ინფორმაციით, არ არის მხოლოდ ერთადერთი პაციენტი, რომლის დიაგნოზშიც ცდომილება აღმოჩნდა.

აღნიშნულ შემთხვევასთან დაკავშირებით „ინტერპრესნიუსი“ თავად ლუგარის სახელობის ლაბორატორიასაც დაუკავშირდა. ლაბორატორიის ხელმძღვანელმა მაია ალხაზაშვილმა დაადასტურა, რომ რამდენიმე პაციენტისთვის არასწორი დიაგნოზის დასმის შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა აღნიშნა, რომ ეს მოხდა მხოლოდ ერთ კონკრეტულ დღეს, რისი მიზეზიც „შესაბამისი აპარატის ტექნიკური პრობლემა იყო“. 

„კვლევა ტარდება ავტომატურ ანალიზატორზე, რომელიც მანქანაა და შესაძლოა, რაღაც აერიოს. აღმოვაჩინეთ, რომ ჩვენ აპარატში იყო პატარა ტექნიკური შეცდომა. იმ დღეს, რა კვლევებიც ჩატარდა, რამდენიმე ნიმუშში იყო ცდომილება; ზუსტად არ მახსოვს, მგონი 5 ნიმუშში. მაგრამ განსხვავებული შედეგით, ჯერ დადებითი რომ ყოფილიყო და განმეორებითი კვლევით რადიკალურად განსხვავებული შედეგი, უარყოფითი შედეგი დამდგარიყო, მხოლოდ 3 შემთხვევა დაფიქსირდა. დანარჩენ შემთხვევებში მხოლოდ ვირუსის ციფრებში იყო მცირე ცდომილება. ასეთი შემთხვევები ხდება ხოლმე. ლაბორატორია 100%–იან შედეგს ვერ დადებს“, – განაცხადა ალხაზაშვილმა და დასძინა, რომ „ასეთი რადიკალურად განსხვავებული შედეგით შემთხვევა აქამდე არ დაფიქსირებულა და ეს იყო პირველად“.

წყარო: "ინტერპრესნიუსი"скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com