აზიური ფაროსანას წინააღმდეგ საბრძოლველად საქართველოში შესაძლოა, მისი ბიოლოგიური მტერი შემოიყვანონ

16 ნოემბერი, 2017 2 051




სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ კერესელიძის განცხადებით, აზიური ფაროსანას ბიოლოგიური მტრის შემოყვანის საკითხზე მუშაობა, როგორც ქართველ, ისე უცხოელ მეცნიერებთან მიმდინარეობს. 
როგორც ნოდარ კერესელიძემ განაცხადა, ბიოლოგიური მტრის შემოყვანა ხანგრძლივი პროცესია და სიფრთხილეს საჭიროებს. 
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი მავნებლის განადგურების მეთოდებზე მუშაობაში აქტიურად ჩაერთვება.
სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, გურამ ალექსიძე, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორი, ლევან უჯმაჯურიძე, სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ზურაბ ლიპარტია და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: