ამბები




მომხმარებლისთვის მედიკამენტების ანოტაციის ქართულ ენაზე მიწოდება შესაძლოა სავალდებულო გახდეს



მედიკამენტების ანოტაციაზე დატანილი ინფორმაციის ქართულ ენაზე მითითება შესაძლოა სავალდებულო გახდეს. 
ამის შესახებ, საკანონმდებლო წინადადება პარლამენტში თბილისის საკრებულომ წარადგინა. პროექტის ავტორი საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თევდორე კობახიძეა.

როგორც კანონპროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, პროექტი ფარმაცევტული პროდუქტის ანოტაციის ქართულ ენაზე ავტორიზებული თარგმანის დართვის ვალდებულების დაკისრებას გულისხმობს.

„საქართველოს კანონი „წამლისა და ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ არ შეიცავს მარეგულირებელ ნორმას, რომელიც საქართველოს ბაზარზე ფარმაცევტული პროდუქტის ქართულენოვანი ანოტაციით მიმოქცევას უზრუნველყოფს. საქართველოს ბაზარზე მიმოქცევაში არსებული მედიკამენტების უმრავლესობას არ ახლავს თანდართული ანოტაცია სახელმწიფო ენაზე. ეს კი მომხმარებელთა უმრავლესობისთვის კონკრეტული პროდუქტის შესახებ სრული ინფორმაციის მიღებას შეუძლებელს ხდის. ამიტომ მიზანშეწონილია, კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება რათა მომხმარებელს ქართულ ენაზე ჰქონდეს წვდომა ფარმაცევტული პროდუქტის ისეთი მახასიათებლების შესახებ, როგორიცაა: მიღების წესი, დოზირება, გვერდითი მოვლენები, შენახვის პირობები და ა.შ.“-ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული ვალდებულების ამოქმედება 2018 წლის 1 ივლისიდან იგეგმება.

წყარო: bpn.geскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com