...
ამბები

საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი შემცირებულია

Avatar
T:555 000 289

საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსი შემცირებულია

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის გლობალური კონკურენტუნარიანობის შესახებ ყოველწლიურ ანგარიშებზე დაყრდნობით, საქართველომ პოლიციის საქმიანობის ეფექტურობის მიმართულებით მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია. ანგარიშის მიხედვით 2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, საქართველოში ორგანიზებული დანაშაულის ინდექსის მაჩვენებელი 37 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 75-დან 38-ე ადგილზე გადაინაცვლა. მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის შეფასებით, ორგანიზებული დანაშაულის ისეთი ფორმების გამოვლენის ფაქტები, როგორიცაა - ორგანიზებული კრიმინალური ჯგუფების მიერ ბიზნესის რეკეტი და გამოძალვა, ქვეყანაში დაბალ ნიშნულზეა.
2017 წელს, 2012 წელთან შედარებით, ასევე, მნიშვნელოვნად, 26 პოზიციით გაუმჯობესდა დანაშაულისა და ძალადობის გამო ბიზნესისთვის მიყენებული ფინანსური ზარალის ინდექსი. აღნიშნულ კატეგორიაში საქართველომ 56-ე პოზიციიდან 30-ე ადგილზე გადმოინაცვლა.

მოცემულ ანგარიშში, პოლიციისადმი ნდობის ხარისხის ინდიკატორის მიხედვით, საქართველო 42-ე პოზიციას იკავებს და რეგიონში საუკეთესო მაჩვენებელი აქვს.
ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო ტელეკომუნიკაციის კავშირის გლობალური კიბერუსაფრთხოების ინდექსის ანგარიშის თანახმად, 2014 წელთან შედარებით, საქართველოს კიბერუსაფრთხოების ინდექსის მაჩვენებელი 4 პოზიციით გაუმჯობესდა და ქვეყანამ 2017 წელს მე-8 ადგილზე გადმოინაცვლა, რაც ბიზნესისა და ეკონომიკის გრძელვადიანი განვითარებისთვის კიდევ უფრო სასურველ გარემოს ქმნის.скачать dle 12.0
ვიდეო:

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com