...
ამბები

ერთი დღე მარტოობიდან

Avatar
T:555 000 289

ერთი დღე მარტოობიდან

  კიდევ ერთხელ აელვარდა ოქროსფრად დილა. აყეფდა ძაღლი, აკაკანდნენ ქათმები. ქუჩიდან მოისმის მეზობლის ხმა, რომელიც საქონელს მიერეკება. თავადაც დაფაცურდა, საქონლის სადგომისაკენ გაეშურა, იქ მისულს კი გაახსენდა, რომ ძროხა უკვე აღარ ჰყავდა, რადგან მარტოს გაუჭირდა მისი მოვლა. ნელა შებრუნდა საქათმისაკენ, ქათმები გამოუშვა , სიმინდი დაუყარა. მის ერთგულ და მოდარაჯე ძაღლს მოეფერა, საჭმელი წინ დაუდო - "გემრიელად მიირთვიო" უთხრა. თვითონაც ისაუზმა. სახლი გამოგავა, სახლის წინ ღამით ჩამოყრილი ფოთლები მოაგროვა, მეზობელს შეეხმიანა და ბოსტნის ჭიშკარი შეაღო. იქვე ქმრის გაკეთებულ ძველ ხის სკამზე ჩამოჯდა. თვალი გადაავლო იქაურობას, განვლილ ცხოვრებასაც კი... გაიხსენა აფხაზეთში ცხოვრება, სახლ-კარი, იქაური მეზობლები,... ლტოლვილობაში გადატანილი გასაჭირი და ის ხალხი ვინაც დახმარების ხელი გაუწოდა ... სოფელში ჩამოსულებმა კვლავ ააღორძინეს ოჯახი...

შვილიც დააქორწინეს. მერე კი მეუღლე გარდაეცვალა და დარჩა მარტო. ზამთრობით კი შვილთან და შვილიშვილებთან მიდის ქალაქში , თუმცა მაინც ენანება აქაურობის მიტოვება... ფიქრებიდან ტელეფონის ზარის ხმამ გამოიყვანა. ქალიშვილი ურეკავდა. საუბარი თბილი და სასიამოვნო იყო მონატრებულ შვილთან. ზოგჯერ კი დღე ისე ჩაივლის რომ დამლაპარაკებელიც არავინ გამოჩნდება.ამიტომ ტელეფონი და ტელევიზორია მისი მოლაპარაკეც და გამრთობიც.

შუადღისას მულიშვილი ესტუმრა შეშა საუჩეხა თან დედამისის დანაბარები გადასცა- "როგორ დამივიწყე, ამომაკითხეო." ქალს გაეღიმა -" მეც დავბერდი ძველებურად აღარ შემიძლიაო" მაგრამ ნაშუადღევს მაინც ააკითხა მულს. ისაუბრეს, მოიგონეს ძველი ამბები , მათი ახალგაზრდობა მული აღარ უშვებდა მაგრამ ქალმა -" ქათმებს ქორი მომტაცებს, მეტი კი აღარაფერი მყავს ხომ იციო". სახლში დაბრუნებულმა ღუმელი დაანთო. ტელევიზორთან მოკალათდა საყვარელი სერიალის საყურებლად ...
ღამით კი კვლავ იმოგზაურებს მშობლიურ აფხაზეთსა და მონატრებულ შვილებთან, იმ იმედით რომ მალე ნახავენ ერთმანეთს.
ავტორი: მარი ბობოხიძეскачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com