ამბები

ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, 500 მილიონი ლარის დახარჯვაა გათვალისწინებული




ევროპის საინვესტიციო ბანკთან თანამშრომლობით, მომდევნო 4 წლის განმავლობაში ძველი თბილისის რეაბილიტაციის პროექტია დაგეგმილი.
„მიმართულებები, რომელზეც მათი მხრიდან ყურადღება გამახვილდა და გამოთქვეს დახმარების სურვილი, არის ძველი თბილისის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურული პროექტები და „სმართ სითი“. მე ყოველთვის ვამბობდი, რომ რომ მინდა ნაკლები ბიუროკრატია, უფრო მეტი სიახლე, ინოვაცია, თანამედროვეობა და ეს ყველაფერი მომდევნო წლების განმავლობაში აუცილებლად განხორციელდება. მომდევნო დღეების განმავლობაში ვაპირებთ შევხვდეთ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს და ის გამოცდილება, რომელიც დაგვიგროვდა ენერგეტიკის სექტორში, გვინდა გადმოვიტანოთ მერიაში, რომ შესაძლებელი იყოს დაგეგმილი პროექტების განხორციელება“ - განაცხადა თბილისის მერობის გამარჯვებულმა კანდიდატმა კახი კალაძემ.
კალაძის თქმით, ის აქტიურადგანაგრძობს საერთაშიროსო საფინანსო ორგანიზაციებთან შეხვედრებს, რათა წინასაარჩევნოდ გაჟღერებული ინფრასტრუქტურული პროექტები მომდევნოდ 4 წლის განმავლობაში განხორციელდეს.
ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ, 500 მილიონი ლარია გათვალისწინებული მომდევნო 4 წლის განმავლობაში.
კახა კალაძემ ევროპის საინვესტიციო ბანკის რეგიონული წარმომადგენელის , სებასტიან ჰუსონ დე სამპინისაგან - საერთაშორისო საინვესტიციო კომპანიების კონფერენციაზე მიიწვევა მიიღო , რომელიცნოემბრის ბოლოს ლუქსემბურგში გაიმართება.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com