ამბები




"ფონდი ცისფერყანწელთა ხსოვნისათვის " ქუთაისის მერიიდან პასუხს ითხოვს


 
"ღია წერილი ბატონ ვაჟა ჟუღელს!

ბატონო ვაჟა, ჯერ კიდევ შარშან, 9 მარტი იყო რომ ჩამოვედი ქუთაისში და ქალბატონ ელისო ქაროსანიძესთან ერთად მისი თანადგომითა და დახმარებით, შემოვიტანე ჩვენი ფონდის სახელით, განცხადება- თხოვნა, რომ აღენიშნათ კოლუ ნადირაძის 120 წლისათავი და კოლაუ ნადირაძის ისტორიულ, 150 წლის სახლზე მემორილაური დაფაც გამოეკარათ.

თარიღი მართლაცა საზეიმოდ აღნიშნეს ქუთათურებმა, კერძოდ, მარჯანიშვილელებმა, თორკინე მარჯანიშვილის თაოსნობით, შესანიშნავი სპექტაკლი უძღვნეს და დაუვიწყარი საღამო გვაჩუქეს, სტუმრებსაც და იმ ადამიანებსაც ვისაც ასე უყვარს ცისფერყანწელები. ეს იყო 2015 წლის 25 აპრილი.

მერე... მოგეხსენებათ ქუთაისელთა ამბავი და საღამოს საზეიმო ვახშამზე, ბატონმა ვაჟა ჯუღელმა, პირადად უთხრა, კოლაუს შვილიშვილს _ ქალბატონ ნათელას, 2 მაისის ხომ იცით, ქუთაისობაა და კოლაუს სახლზე მეორილური დაფა უნდა გავხსნათ და გელით ერთ კვირაშიო. ქალბატონმა ნათელამ _ თუ ვიცოცხლე ერთი კვირა, როგორ არ ჩამოავალო!

გავიდა ერი კვირა, იზეიმეს ქუთაისობა და მიუხედავად ქალბატონი ელისოს ძალისხმევისა, ვერ მოხერხდა კოლაუ ნადირაძის სახლზე დაპირებული დაფის გაკვრა.

დაპირება დაპირებადვე დარჩა!

მერე ისევ გამოხდა ხანი და... ქალბატონმა მანანა მიქაძემ, ქუთაისის უნივერსიტეტის პროფესორმა, როცა ცისფერყანწელების ხსოვნისადმი მიძღვნილი სამეცნიერო- საერთაშორისო კონფერენცია ჩაატარა, ცისფერყანწელთა ფონდი, სრული შემადგენლობით, გახლდით.

ქუთაისში სტუმრობისას ცისფერყანწელთა შთამომავლებმა ითხოვეს შეხვედრა მხარის გუბერნატორთან გივი ჭიჭინაძესთან, ბატონი გივი შეხვდა მათ. აღუთქვა კიდეც დახმარება.

ამ შეხვედრის შემდეგ, კვლავ შევიტანე მსაგავსი ტიპის განცხადება, მაგრამ ახლა, კოლაუს სახლთან ერთად, ვითხოვე პაოლო იაშვილის სახლზე ჩამომტვრეული წარწერის აღდგენა, მაგრამ დღემდე ვერ მივიღე პასუხი.

... თუმცა კეთილი ადამიანები ამბობენ: ბატონი ვაჟა ჯუღელი, ცისფერყანწელთა ისეთი მოყვარულია, ამას აუცილებლად შეასრულებსო!

კი ბატონი, ვენდობით მათ სურვილს, თითქოს არც ბატონი ვაჟას დაპირებასა და მონდომებაში მინდა რაიმე საჭოჭმანო დავინახო, მაგრამ ფიცი მწამს, ბოლო მაკვირვებს!

თუკი ასეა გადაწყვეტილი, რომ კოლაუსა და პაოლოს სახლზე უნდა გაიკრას მემორიალური დაფები, რატომ არავინ გვეხმიანება?! რას ველით?
მოდის კოლაუს დაბადების დღე და ცისფერყანწელთა 100 წელიც.

ნუთუ ასე ძნელია ადამიანური პასუხის გაცემა, თუ მაინცდამაინც, კოლაუ და პაოლო უნდა იყვნენ ძლიერნი ამასოფლისანი, ვინმემ ყურადღება რომ მიაქციოს? მაშინ ხომ არ გახდებოდა საჭირო ამდენი ხვეწნა-მუდარა?!

ისე, ცნობისათვის, ეს მათ სულ არ სჭირდება, პირიქით, ეს ჩვენ ყოფას წაადგება და ქუთაისის, როგორც ქალაქის, ტურისტულ მომავალსაც განსაზღვრავდა.

სათქმელი კიდევ ბევრია, მაგრამ ამაზე სხვა დროს.

ბატონო ვაჟა, ველი პასუხს.

პატივისცემით, ფონდის სახელით _

ნინო ჩხიკვიშვილი"

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ბოლოს დამატებული

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com