ამბები




შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს


 

შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს

 

პროგრამა დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.

 

 

 

ამასთან დაკავშირებით საუბარი ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელთან დუბრავკა სიმონოვიჩთან იყო. სიმონოვიჩი შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე არჩილ თალაკვაძეს შეხვდა. შეხვედრაზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან გაწეული სამუშაო და შედეგები შეაჯამეს. შს მინისტრის მოადგილემ გაერო-ს სპეციალურ მომხსენებელს სამინისტროს მიერ 2014 წელს დაწყებული პროგრამა გააცნო.პროგრამის განხორციელების შედეგად, 2015 წელს მოძალადეთა დევნის მაჩვენებელი 40%-დან 90%-მდე გაუმჯობესდა, შემაკავებელი ორდერების გაცემის მაჩვენებელი კი წელიწადში 227-დან 2598-მდე გაიზარდა. ასევე, ორჯერ გაიზარდა ოჯახში მომხდარი დანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც.

2016 წელს, ევროკავშირის მხარდაჭერით, შსს ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ უკვე მეორე, ახალ პროგრამას იწყებს, რომელიც დამატებითი ღონისძიებების განხორციელებას ადრეული ქორწინების წინააღმდეგაც ითვალისწინებს.

 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com