ამბები




სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა


 
საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსი გამოცხადდა. საუკეთესო მარშები 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელი ორკესტრის მიერ შესრულდება. შეიარაღებული ძალების სამხედრო მარშის შექმნაზე კონკურსს თავდაცვის სამინისტრო საქართველოს პრეზიდენტის ფონდის მხარდაჭერით აცხადებს. მისი მიზანი ქართული სამხედრო სასულე მუსიკის განვითარება და ტრადიციების ჩამოყალიბებაა.
 

საუკეთესო სამხედრო მუსიკის კონკურსი ორ ტურად ჩატარდება და სამ გამარჯვებულს გამოავლენს. კონკურსზე შემოსული ნაწარმოებების დემო ვერსია 30 აპრილს ჟიურის წევრებს გადაეგზავნება. 5 საუკეთესო ნაწარმოები, სწორედ, მათგან შეირჩევა. აღნიშნულ კომპოზიციებს სამხედრო-სასულე ორკესტრი შეასრულებს, რის საფუძველზეც ჟიური გამარჯვებულებს გამოავლენს.

დამოუკიდებელი რესპუბლიკის დროს 1918-21 წლებში დასავლეთ ევროპის ქვეყნებში განვითარებული სამხედრო სასულე მუსიკის ტრადიციების ჩამოყალიბებაზე ზრუნვა დაიწყო. ამ დროს ქუთაისში პირველი სამხედრო-სასულე ორკესტრი შეიქმნა, იგი მოგვიანებით საბჭოთა სამხედრო ორკესტრად გარდაიქმნა და, შესაბამისად, ქართული სასულე მუსიკა ვეღარ განვითარდა. დღეს ეროვნული გვარდიის სამხედრო-საჩვენებელ ორკესტრს ოფიციალური შეხვედრებისას სხვა ქვეყნების სამხედრო მარშების შესრულება უწევს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com