ამბები




მარტვილის კანიონში მდინარე აბაშის დაბინძურების ფაქტი გამოვლინდა


 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა მარტვილის კანიონში მდინარე აბაშის დაბინძურების ფაქტი გამოავლინა.  დაბინძურების მიზეზი  მდინარე აბაშის სათავესთან, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში  შპს აბჰესი-ელექტროს მიერ წარმოებული   სამუშაოები გახდა. შპს აბჰესი-ელექტრო, მისსავე შემადგენლობაში მყოფი ობიექტის - ჰიდროელექტრო გრავიტაციული კაშხლის მიმდებარე ტერიტორიიდან  მიწის ნაყოფიერ ფენას იღებდა და მდინარე აბაშაში ყრიდა . მდინარის დაბინძურებული წყალი კი  მარტვილის კანიონის ტერიტორიაზე ჩაედინებოდა. შპს აბჰესი-ელექტროს წარმომადგენლები არ დაემორჩილნენ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლების კანონიერ მოთხოვნას სამუშაოების შეჩერების თაობაზე, რის გამოც, დეპარტამენტის თანამშრომლების მხრიდან, დახმარების მიზნით, ადგილზე საპატრულო პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო . ამ ეტაპისთვის, კომპანიის ტექნიკა მდინარის კალაპოტიდან ამოყვანილია და სამუშაოები შეჩერებულია. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com