ამბები




ქუთაისის ცენტრში ტაძრის მშენებლობა დაიწყება


ქუთაისის ცენტრში  ტაძრის მშენებლობა დაიწყება

 


   ქუთაისის ცენტარლურ მოედანზე ,მაკდონალდისის რესტორნის უკან,  აგვისტოში დავით აღმაშენებლის სახელობის ტაძრის მშენებლობა დაიწყება. არქიტექტორის ანდრო მაეჯანიშვილის თქმით, მიწის სამუშაოები დაახლოებით 2 კვირაში დაიწყება. ტაძარი ჯვარგუმბათოვანი ტიპის იქნება . მისი სიმაღლე 20 მეტრს გაუტოლდება და დაახლოებით 700 კვ.მ-ზე განთავსდება. მშენებლობა წელიწადსა და ექვს თვეში უნდა დასრულდეს. შეგახსენებთ რომ მაკდონალდსის მშენებლობის პროცესი ცენტრალურ მოედანზე სასულიერო პირების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, რადგან ადგილზე სადაც ახლა სწრაფი კვების ობიექტია სწორედ აღნიშნული ტაძრის მშენებლობა იყო დაგეგმილი . მოგვიანებით ეპარქიას ქუთაისის მერიამ ყოფილ რესტორან „თოლიას" მიმდებარე ტერიტორია შესთავაზა.скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com