ამბები




სულ მალე ქართულ ანიმაციას 2 ახალი ანიმაციური ფილმი შეემატება


 

ეროვნული კინოცენტრის მიერ მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსის შედეგები უკვე ცნობილია, რაც იმას ნიშნავს, რომ სულ მალე ქართულ ანიმაციას 2 ახალი ნამუშევარი შეემატება.აქედან ერთ-ერთი კი პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქცია იქნება.

 

  • „ჯიბის კაცი" - პირველი ქართულ-ფრანგული ანიმაციური კოპროდუქცია

ახალგაზრდა ქართველი ანიმატორის, ანა ჩუბინიძის პროექტი „ჯიბის კაცი” პირველი მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი იქნება, რომელზეც საქართველო და საფრანგეთი ერთობლივად იმუშავებენ. სულ ცოტა ხნის წინ ანამ პროექტი საფრანგეთის ქალაქ ანსის ანიმაციური ფილმების საერთაშორისო კინოფესტივალზე წარადგინა, სადაც „ფოლიმაჟმა” (ანიმაციურმა სტუდიამ) სწორედ ანას ნამუშევარზე შეაჩერა არჩევანი და ახალგაზრდა ანიმატორი სცენარზე და კადრირებაზე სამუშაოდ საფრანგეთში მიიწვია. „ჯიბის კაცის” წარმოება 1 წლის მანძილზე გაგრძელდება. აქედან პირველი 6 თვე ფილმზე მუშაობა დაგეგმილია საქართველოში, შემდეგი 6 თვე კი საფრანგეთში.

 

კინოპროექტი პატარა არსების, ედგარის შესახებ მოგვითხრობს, რომელსაც ვერავინ ამჩნევს, მაგრამ მას შემდეგ, რაც იგი ერთ დღეს ბრმა მოხუცს გაიცნობს და მისი გულის ჯიბეში დაიდებს ბინას, ედგარისთვის ახალი და საინტერესო ცხოვრება იწყება.

 

  • „ზოლემია"

კონკურსის მეორე გამარჯვებულად ნინა სამანიშვილის პროექტი „ზოლემია" დასახელდა. იგი ასევე ახალი ცხოვრების დაწყებას ეხება, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ზებრის ისტორიაა, რომელიც ერთ დღეს ზოლებს დაკარგავს. ამ დაავადებას ზოლემია ქვია და იგი ყველაფერს ცვლის მთავარი პერსონაჟის გარშემო, თუმცა მხოლოდ სასიკეთოდ. მნიშვნელობა არ აქვს როგორ გამოიყურები, მთავარია იპოვო შენი დანიშნულება და მოწოდება ცხოვრებაში.

 

მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმის წარმოების დაფინანსების კონკურსი 29 სექტემბერს გამოცხადდა და მასში მონაწილეობას სულ 9 პროექტი იღებდა. კონკურსის 2 ტურის შემდეგ საექსპერტო კომისიამ საბოლოო არჩევანი 2 პროექტზე შეაჩერა, ეროვნულმა კინოცენტრმა კი თითოეული პროექტი 75 000 ლარით დააფინანსა.

 

კინოცენტრი ულოცავს გამარჯვებული პროექტების ავტორებს.

 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com