ამბები

გზა ტურისტულ სოფელში და სასწაულით გადარჩენილი სიცოცხლე


  

გზა ტურისტულ სოფელში და სასწაულით გადარჩენილი სიცოცხლე

 
   გზა თუ უგზოობა, დილემა რომელიც ტურისტულ სოფელში დგას. გორდში გზის მშენებლობის დაწყებისთანავე მისი სივიწროვე თვალშისაცემი იყო. ფეხით მოსიარულეთა ინტერესები საერთოდ არ არის გათვალისწინებული. არ  მოწესრიგებულა სანიაღვრე მილები და არხები.
 
   უგზოობით გატანჯულ სოფელში არათუ ტურისტები, ადგილობრივებიც არ დადიოდნენ   და სოფელს თანდათან ტოვებდნენ. ამიტომ,  გზის მშენებლობა საშური საქმე იყო. ოღონდ გაკეთებულიყო და არავინ დაგიდევდათ, როგორ., ცალკეული შემთხვევების გარდა.
 
   გზის მშენებლობა დასრულდა. იგი ექსპლოატაციაში ისე შევიდა, არც საგზაო ნიშნები და არც  სიჩქარის შემზღუდავი ბარიერები დაუმონტაჟებიათ. 

რამდენიმე საგზაო ნიშანი მას შემდეგ გამოჩნდა, რაც ავტოსაგზაო შემთხვევა, ხიდისა და გორდის გზაგასაყარზე, მსხვერპლით დასრულდა. 

 

   ზაფხულობით განუწყვეტლივ მოძრაობენ სატრანსპორტო საშუალებები. გორდი ხალმმრავალი ხდება. ბავშვების მეტი წილი  ქუჩაში გამოდის. აბსოლიტურად დაუცველები ხდებიან შშმ პირები. არანაირი გამაფრთხილებელი საგზაო ნიშნები და შემაკავებელი საშუალებები დამონტაჟებული არაა.  

  

   უფლის სასწაული უწოდეს მეორეკლასელი ბიჭუნას გადარჩენას, რომელსაც ავტომანქანა დაეჯახა. თვითმხილველები ამბობენ , რომ მართლაც,  ნამდვილი სასწაული იყო. ტაქსის მძღოლი , რომელსაც ტურისტები გადაჰყავდა გადაჭარბებული სიჩქარით არ მოძრაობდა, თუმცა შემთხვევის თავიდან არიდება ვერ შეძლო, რადგან გზის  იმ მონაკვეთზე ხედვა პრაქტიკულად არ არის.

  ბავშვის მშობელი და ადგოლობრივები ამბობენ, რომ აქ ავტომობილები გადაჭარბებული სიჩქარითაც ხშირად დადიან, ამიტომ სიჩქარის შემზღუდველი ბარიერები სასწრაფოდ უნდა დამონტაჟდეს, რათა ფეხით მოსიარულეებმა თავი უსაფრთხოდ იგრძნონ.   

    

გზა ტურისტულ სოფელში და სასწაულით გადარჩენილი სიცოცხლე


   

  

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com