ამბები

სამტრედიაში უძველესი ეკლესიის ნანგრევები აღმოაჩინეს


ტოლების თემის მოსახლეობა მოულოდნელი ფაქტის წინაშე აღმოჩნდა. ადგილობრივების სურვილი, სოფელში პატარა სალოცავის აგების შესახებ, იდეის გაჩენიდან რამდენიმე ხანში შეიძლება რეალობად იქცეს. ტოლების თემთან მდებარე მთაზე უძველესი ეკლესიის ნანგრევებია აღმოჩენილი. 
   მოსახლეობამ საქმის კურსში ადგილობრივი ხელისუფლება, ნოღის ტაძრის წინამძღვარი და სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებელი ჩააყენა.  საქმეში სპეციალისტები ჩაერთნენ. არქეოლოგებმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, სოფლის მოსახლეობასთან და აღნიშნული თემით დაინტერესებულ პირებთან ერთად ტერიტორია შეისწავლეს. 
   პირველადი ვიზუალური დათვალიერების შედეგად, სპეციალისტების განცხადებით, სავარაუდოდ აღმოჩენილია თამარის ეპოქის ეკლესიის ნანგრევები და სამარხი. თუ ვის ეკუთვნის სამარხი და კონკრეტულად რომელი საუკუნის ძეგლის აღმოჩენა მოხდა, ყველაფერი სპეციალური კვლევის ჩატარების შემდეგ დასკვნის სახით დაიდება. სამომავლოდ პერსპექტივაში გათვალისწინებულია ტოლების თემის მოსახლეობის სურვილის რეალობად ქცევა, კერძოდ ძველი ეკლესიის ნანგრევებზე ახალი ეკლესიის აშენება. 
   საკითხი ხონისა და სამტრედიის ეპარქიის მმართველთან, მეუფე საბასთან და ყველა ინსტანციის ხელმძღვანელობასთან შეთანმხდება.
 
http://samtredia.com.ge/index.php?p=.%2Fnews_new%2Ftext_3%2F091

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com