ამბები

ლიბერთი ბანკმა გორდის პენსიონერთა ნაწილი კუთვნილი 180 ლარის გარეშე დატოვა


 
ლიბერთი ბანკის მობილურმა სერვისმა დღეს გორდში მცხოვრები პენსიონრების ნაწილი პენსიის გარეშე დატოვა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, ბანკმა ჯერ მომსახურე პერსონალისათვის შტატი გააუქმა, მობილური სერვისის ამოქმედების გამო, ახლა კი, ამ სერვისის მომსახურებაც შეზღუდა. როგორც გაირკვა, ავტომობილი თვეში ერთჯერ მოდიოდა სოფელში, ცენტრალურ გზაზე სამ პუნქტში აჩერებდა და შუადღემდე პენსიის ძირითადი ნაწილის გაცემასაც ასწრებდა.
 
დღეს , წესისამებრ, სოფელში მობილური სერვისის მიწოდებას ელოდნენ, თუმცა ავტომობილმა პენსიონერების ერთ-ერთ ჯგუფთან არ გააჩერა. ისინი იძულებილნი გახდნენ ადმინისტრაციულ შენობასთან მისულიყვნენ, თუმცა ლიბერთი ბანკის მანქანა არც იქ დაუხვდათ. უთხრეს, რომ პირველის ნახევარზე წავიდა. ხელმოცარული პენსიონრები საკითხის გარკვევას შეეცადნენ და რწმუნებულს მიმართეს. მათ მიერ მოპოვებული ინფორმაცია დაახლოებით ასეთია: წინა თვეებში ხონის მობილური ჯგუფი ემსახურებოდა, რომელიც იმის გამო, რომ ძვირი უჯდებოდა შეამცირა და ამ კონკრეტულ დღეს, სამტრედიის მობილური ჯგუფი მუშაობდა. მას კი, ან ეჩქარებოდა ან საქმის არსში გარკვევა გაუჭირდა.
როდის ავა ან აერთოდ, ავა თუ არა ლიბერთი ბანკის მობილური ჯგუფი გორდში პასუხი ამ დრომდე არ იციან. ხონის ფილიალში პენსიის მისაღებად მისვლა პენსიონერს სულ მცირე, ტრანსპორტირებისათვის 6 ლარი სჭირდება.
 
თუ როდიის მიიღებს მოსახლეობა კუთვნილ პენსიას ლიბერთი ბანკში გვაპსუხობენ რომ საგანგაშო არაფერია . ლიბერთი ბანკის მობილური ავტომობილი სოფელში კიდევ ორ ვიზიტს განახორეციელებს. ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის დოდო ბოჭორისშვილის თქმით პენსიის აღების გარეშე არავინ დარჩება.

 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com