ამბები

საგარეჯოში დაკარგული მოზარდი მეზობელ სოფელში იპოვეს


  საგარეჯოდან ორი დღის წინ გაუჩინარებულ არასრულწლოვანს სამართალდაცავებმა სოფელ ზემო ქედში, მამის საცხოვრებელ სახლში წუხელ მიაკვლიეს.
  ახალგაზრდის ოჯახი ამბობს, რომ ფერმის მეპატრონემ მოზარდი სამუშაოდ მათთან შეუთანხმებლად წაიყვანა, რის გამოც ბავშვის უფლებები დაირღვა. საპირისპიროს ყვებიან მეზობლები. წუხელ მათ ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ მოზარდის ადგილსამყოფელი არ იცოდნენ, თუმცა აღმოჩნდა, რომ მათ ამის შესახებ ინფორმაცია ჰქონდათ. მოგვიანებით მათ განაცხადეს, რომ ახალგაზრდამ ფერმიდან ცხენი და სხვადასხვა ნივთები მოიპარა და მეზობელ სოფელში მამასთან გადავიდა.
  მომხდარზე გამოძიება 177-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს.


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com