ამბები




ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები


 
 
 

 

შრომითი ბაზარი და დასაქმების ხელშეწყობა; ხელმისაწვდომი მედიკამენტები; ხელმისაწვდომი და ხარისხიანი მომსახურება; დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობა; გამჭვირვალე და სამართლიანი სოციალური მხარდაჭერისა და დახმარების სისტემა და პენსია, - ასეთია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2016 წლის ძირითადი პრიორიტეტები, რომელიც მინისტრთა კაბინეტის დღევანდელ სამუშაო შეხვედრაზე დავით სერგეენკომ წარადგინა.

ჯანდაცვის მინისტრმა ასევე ისაუბრა საყოველთაო ჯანდაცვის მდგრადობის პერსპექტივებზე და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია მომსახურების ხარისხის გაზრდა, პირველადი ჯანდაცვისა და ადმინისტრაციული რეფორმა, სახელმწიფო სადაზღვევო ფონდის ან სააგენტოს შექმნა და დაფინანსების ინოვაციური მოდელების შემუშავება.

რაც შეეხება შრომის მიმართულებას, ამ მხრივ, სამინისტროს პრიორიტეტები იქნება -სამუშაოს მაძიებელთა და დამსაქმებელთა აქტიური დაკავშირება, შრომის ბაზრის შესწავლა, ახალ და დეფიციტურ პროფესიებში კადრების მომზადება, შრომის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და შრომითი უფლებების დაცვა.

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სამინისტროს 2016 წლის პრიორიტეტები დადებითად შეაფასა და დავით სერგეენკოს მადლობა გადაუხადა.

სამუშაო შეხვედრას პარლამენტის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე დაესწრო.

გიორგი კვირიკაშვილმა მსგავსი ფორმატის შეხვედრა რამდენიმე მიმართულებით უკვე გამართა. მინისტრთა კაბინეტი ყველა უწყების პროექტების პორტფელს ერთობლივად, სამუშაო რეჟიმში განიხილავს, რის შემდეგაც აქტუალური საკითხების პრიორიტეტიზაცია განხორციელდება. 

 

 
 
 
 
 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com