ქუთაისში ნინოობა აღინიშნა

27 იანვარი, 2016 2 277


 
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 27 იანვარს მოციქულთა სწორის, წმინდა ნინოს ხსენების დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში წირვა-ლოცვა შესრულა. სადღესასწაულო ღვთის მსახურება აღევლინა ქუტაიშიც წმინდანის სახელობის ეკლესიაში. მრევლი ქუთათელ-გაენათელმა მიტროპოლიტმა მეუფე კალისტრატემ დალოცა. მეუფემ მორწმუნეებს ნინო კაბადოკიელის ღვაწილი კიდევ ერთხელ შეახსენა. გადმოცემის მიხედვით მოციქულთა სწორი ქალწული საქართველოში, დაახლოებით 323 წელს შემოვიდა. როგორც ისტორიული ისე რელიგიური წყაროები სწორედ მის სახელს უკავშირებენ საქართველოს გაქრისტიანებას. მართმადიდებლური ეკლესია წმინდა ნინოს ხსენების დღეს წელიწადში ორჯერ დღესასწაულობს: 1 ივნისს მისი საქართველოში შემოსვლა აღინიშნება, ხოლო 27(14) იანვარს - გარდაცვალება.
скачать dle 12.0
ვიდეო:
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: