PIN-ის ექსპერტული კვლევის პრეზენტაცია


კვლევა - სოციალური მომსახურების ხელმისაწვდომობის შესახებ ჩეხური არაკომერციული ორგანიზაცია People In Need-ის დაკვეთით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ განხორციელდა საქართველოს ოთხ მუნიციპალიტეტში: ხონში, ტყიბულში, გორსა და ზუგდიდში.. კვლევის პრეზენტაცია შეეხო სოციალური მომსახურების სისტემის მიმოხილვას და გამოწვევებს, როგორც ცენტრალურ, ასევე ადგილობრივ დონეზე. აღინიშნა, რომ სოციალური მომსახურების სისტემა ცენტრალიზაციით ხასიათდება. ამასთანავე, სოციალური პროგრამები ძირითადად აგებულია ერთჯერად ფულად გასაცემელზე, რასაც გრძელვადიან პერსპექტივაში არაეფექტურ შედეგებამდე მივყავართ. ნანა ყურაშვილი, პროექტის მენეჯერი, აღნიშნა, რომ მხოლოდ ფულადი გასაცემლის გაზრდა ან ბენეფიციართა გამრავლება არ აუმჯობესებს სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას ქვეყანაში და სოციალურად მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ ფონზეც ნაკლებად აისახება. ნანა ყურაშვილის თქმით, საჭიროა სოციალური მომსახურების სფეროს სისტემური რეფორმა: „მოწყვლადი ადამიანების მდგომარეობას, მაგალითად, ერთჯერადი ასლარიანი დახმარება ვერ აუმჯობესებს. წელიწადში ერთხელ მიღებული 100 ლარის დახმარება ოჯახისთვის თითქმის არაფერს წარმოადგენს. ასლარიანი დახმარება გაიცემა ხოლმე, როგორც წესი, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, ომის ვეტერანებისთვის, მარჩენალდაკარგული ოჯახისთვის, შშმ პირებისთვის, რაც ამ ადამიანებისა და ამ ოჯახების მდგომარეობას ვერანაირად ვერ ცვლის. ამიტომ სახელმწიფო ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გადავიდეს ისეთ სისტემაზე, რომელიც გრძელვადიან პერსპექტივაში მოაგვარებს მათ პრობლემებს, განუვითარებს უნარ-ჩვევებს, შეუქმნის მათ პერსპექტივას იმისთვის, რომ ერთ დღეს ეს ადამიანები აღარ იყვნენ დამოკიდებულნი სახელმწიფო შემწეობაზე და მუდმივად არ იყვნენ იმის მომლოდინენი, რომ სახელმწიფო მოაგვარებს მათ პრობლემებს". შეხვედრაზე მოკლედ მიმოიხილეს დევნილთა რეფორმა. გამოიკვეთა რეფორმის დადებითი და უარყოფითი მხარეები. ითქვა, რომ სასურველია პროცესი წარიმართოს დევნილთა საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან დიალოგის ფორმატში, რაც ხელს შეუწყობს დევნილი მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული გადაწყვეტილების მიღებას. კვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლები, ერთად, ჩეხეთის რესპუბლიკის ელჩი საქართველოში, მისი აღმატებულება, ბატონი ტომაშ პერნიცკი, ადგილობრივი ხელისუფლების, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლები დაესწრნენ. PIN-ის სოციალური პროექტი ევროკავშირისა და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით ხორციელდება. პროექტის მიზანია თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების თანამშრომლობის გაძლიერება, ერთობლივი სათათბირო ორგანოს - მრჩეველთა საბჭოს ფორმირება, სოციალური ჩართულობის საკითხებზე ორწლიანი სტრატეგიის შემუშავება და განხორციელება სამიზნე მუნიციპალიტეტში. პროექტის პარტნიორია ორგანიზაციაა საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი.скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com