ამბები




წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია“ აუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა


 

ქალაქ წყალტუბოში მდებარე ყოფილი სანატორიუმი „ივერია" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ" პირობებიანიაუქციონის ფორმით 253 000 ლარად გაყიდა.
საპრივატიზებო პირობების მიხედვით, ინვესტორი წყალტუბოში 160 ნომრიან სასტუმროს ააშენებს, სადაც 80 ადამიანი დასაქმდება. სასტუმროში განთავსებული იქნება საკონფერენციო დარბაზები და რესტორანი, ასევე აშენდება 40 ავტომობილზე გათვლილი ავტოსადგომი. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.
წყალტუბოში ბოლო ერთი წლის განმავლობაში ყოფილი სანატორიუმი „ივერია" რიგით მეორე ობიექტია, სადაც სასტუმროს მშენებლობა განხორციელდება. შეგახსენებთ რომ 2015 წლის ზაფხულში, მთავრობის გადაწყვეტილებით, ქალაქ წყალტუბოში ყოფილი სანატორიუმი „მეშახტე" გაიყიდა, სადაც არანაკლებ 100 ნომრიანი, 5 ვარსკვლავიანი საერთაშორისო ბრენდის სასტუმრო განთავსდება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com