ამბები

პატრიარქი გერმანულ კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს


 
საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ამ დრომდე ბერლინის ერთ-ერთ კლინიკაში რჩება. ოპერაციის შემდეგ იგი თავს კარგად გრძნობს და ინტენსიური თერაპიის განყოფილებიდან პალატაში გუშინ გადაიყვანეს.
ექიმები იმედოვნებენ, რომ პატრიარქი კლინიკას რამდენიმე დღეში დატოვებს. სამშობლოში კი კვირის ბოლომდე დაბრუნდება. უწმინდესის მოსანახულებლად ბერლინის კლინიკაში გერმანიაში მცხოვრები ქართველები ყოველ დღე მიდიან. უწმინდესს კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური იცავს.
ოპერაციის შემდეგ გადაღებული უწმინდესის პირველი კადრები ქართველმა მრევლმა გუშინ ნახა.
შეგახსენებთ, რომ პატრიარქი გერმანიაში 2 თებერვალს გაემგზავრა. მას ნაღვლის ბუშტზე ოპერაცია ლაპარასკოპიული მეთოდით ორი დღის წინ ჩაუტარდა.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com