ამბები

,,სასაფლაოზეც ავედი,...მიწას ხელით შევეხე...''- განო მელითაური სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს


გარდაცვლილი მსახიობის, კოტე თოლორდავას მეუღლე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს: "გეძებდი ყველგან - მოვირბინე სახლები ქუჩები და ადგილები ,სადაც ერთად ვყოფილვართ..გეძებ,გეძებ ,გეძახი..სულ გელოდები, სად აღარ ვიყავი! სასაფლაოზეც ავედი,წარმოგიდგენია? მიწას ხელით შევეხე, მერე ქვების მდუმარებაში ვიდექი დიდხანს - იქნებ ჩამავალ ათინათებში დავინახოთქო და როცა იმედი საბოლოოდ გადამეწურა, სახლში უმზეო და დაოსებული დავბრუნდი . ჩვენს შვილებს ერთმანეთზე დაკონებულებს ეძინათ.პირველად შემშურდა მათი, ყოველ ღამე გხედავდი და უძილობამ საბოლოოდ დამაშორა სასიზმრეთს!
მერე სარკესთან მივედი,ჩვნი ფოტოსთვის მაინც რომ შემეხედა და შემთხვევით თვალი თვალში გავუყარე საკუთარ ანარეკლს..
მეცნო ეს მზერა! ნეტა სასაფლაოზე რა მინდოდა? პირდაპირ ჩემი თვალებიდან მიყურებდი, სანუკვარო!"
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com