ამბები




საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე საქმიანი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება


ირაკლი კობახიძე, პარლამენტის წევრებთან ერთად, ბრიუსელში იმყოფება, სადაც, 2 თებერვალს, ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შესახებ რეგულაციის კენჭისყრის პროცედურას დაესწრება.
„ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მაღალი დონის შეხვედრები პარლამენტის თავმჯდომარესა და დელეგაციასთან ერთად, ბელგიის პარლამენტისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე, ევროპარლამენტის თავმჯდომარესთან და რიგი შეხვედრები ევროპარლამენტში არსებული პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეებთან. ზოგადად, საუბარი გვექნება, რა თქმა უნდა, ევროკავშირთან უკვე არსებულ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით, ასევე, ჩვენს მომავალ გეგმებზე და ვიზალიბერალიზაციაზე, რასაც უკვე 2 თებერვალს  უყრიან კენჭს. ცხადია, ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე”,- აღნიშნა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, სოფიო ქაცარავამ.
скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com