ლალი მოროშკინა: შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს!

23 იანვარი, 2016 2 045


ჟურნალისტი ლალი მოროშკინა საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მორალის კითხვას თავი დაანებონ და ქართველ მსახიობს მიშა მესხს დაეხმარონ.

"შეეშვით მიშა მესხის სახელის ყველა ბრუნვაში ტრიალს! რაც მოხდა, ცალსახად ცუდია პირველ რიგში მიშასთვის , ვიღაცეები ნუ გამოქანდებით და ნუ მორალისტობთ! მიშა ნიჭიერი მსახიობი და კარგი მეგობარია! თუ მართლა სამოქალაქო საზოგადოება ვართ,ყველაფერი უნდა ვიღონოთ,რომ გვერდში დავუდგეთ! უკრაინელი ე.წ.სამართალდამცავი კი ჩვეულებრივი ნაგავია!"წერს ლალი მოროშკინა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

შეგახსენებთ, რომ "ესპრესო ტვ”-მ ვიდეომასალაგამოაქვეყნა, სადაც ჩანს ტაქსის წინა სავარძელზე გადაწოლილი მიშა მესხი, ხოლო უკანა სავარძელზე – მისი მეგობარი, რომლებიც ნიშადურის სპირტიანი ბამბის ნესტოებთან მიტანაზეც არ რეაგირებენ. კადრების მიხედვით, მიშა მესხის გონზე მოსაყვანად მისი ჰოსპიტალიზაციაგახდა საჭირო.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლის განცხადებით, ორივე მგზავრი მეტადონის ზემოქმედების ქვეშ იყო, ხოლო მათ თან ჰქონდათ აბები და სხვა საშუალებები, რომლებიც შესაძლოა, ნარკოტიკების ჯგუფს ეკუთვნოდეს.
კიევის აეროპორტში მომხდარი ფაქტი „კვირას" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. თუმცა, სამინისტროსპრესსამსახურის ინფორმაციით, ეს შემთხვევა დაახლოებით სამი კვირის წინ, ახალი წლის დღეების დროს მოხდა. როგორც „კვირას" საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მიშა მესხი და მისი მეგობარი, საქართველოს საელჩოსა და საკონსულოს დახმარებით, უკრაინელმა ექიმებმა გადაარჩინეს.

 

 

 

 

 

 

 

 

 



скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: