ამბები

25 იანვრიდან ქუთაისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედება


 
 

25 იანვრიდან ქუთაისში პარკირების ახალი სისტემა ამოქმედება.პარკირებას შპს „პარკინგ სერვისი" გააკონტროლებს. შპს-ეს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის მირანდა წივწივაძის თქმით ამ ეტაპზე პარკირებისათვის ქუთაისში 272 ლოკაციაა გამოყოფილი. რაც შეეხება გადასახადს . ტარიფები საათის, დღის, კვირის, თვისა და წლის მიხედვითაა დაწესებული. წილოსანის განმარტებით 25 იანვარს მძღოლებს თანხის გადახდა ნებისმიერი სწრაფი ჩარიცხის აპარატითა თუ ბანკის მეშვეობით შეეძლებათ. თანხის შეტანა ასევე შესაძლებელი იქნება „პარკინგ სერვისის" სათავო ოფისში ცრომელიც გუგუნავას 2-ში მდებარეობს.

 

გადაიხადეთ პარკირების საფასური და გააჩერეთ ავტომობილი ქალაქ ქუთაისის ტერიტორიაზე, პარკირების ნებისმიერ ადგილას, 24 საათის განმავლობაში. პარკირების საფასურის გადახდა შესაძლებელია "თიბისი ბანკის", "საქართველოს ბანკის", "ლიბერთი ბანკის", "ბაზის ბანკის", "ვი-თი-ბი ბანკის", "პროკრედიტ ბანკის", "კორსანდარტ ბანკის", "ბანკი რესპუბლიკას" და "ტაო პრივატ ბანკის" ფილიალებში, ონლაინ სისტემებით და სწრაფი გადახდის აპარატებში. პარკირების საფასურის გადახდისას საჭიროა მიუთითოთ ავტომობილის სახელმწიფო სერია და ნომერი.


ტარიფები:


მსუბუქი ტექნიკა

1 საათამდე პერიოდი - 0.50 ლარი
3 საათამდე პერიოდი - 1.00 ლარი
1 დღე - 2.00 ლარი
7 დღე - 5.00 ლარი
30 დღე - 10.00 ლარი
182 დღე - 25.00 ლარი
365 დღე - 40.00 ლარი


ტაქსის პარკირება

10 დღე - 10.00 ლარი
20 დღე - 20.00 ლარი
30 დღე - 30.00 ლარი


სპეც ტექნიკის პარკირება

1 დღე - 3.00 ლარი
30 დღე - 30.00 ლარი
182 დღე - 150.00 ლარი
365 დღე - 250.00 ლარი


скачать dle 12.0

ვიდეო:


Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com

© 1991-2018 «MEGATV» Broadcasting Company


Website by S/S