ამბები




ტყიბულში კატასტროფის ცენტრი გაიხსნა


 

 

 

ტყიბულში კატასტროფის ცენტრი გაიხსნა და სამედიცინო კორპორაცია ,,ევექსის" ტყიბულის ჰოსპიტალს რეანომობილი გადაეცა.

პრეზენტაციას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე დაესწრო.

,,გადაუდებელი შემთხვევებისა და კატასტროფების დროს, ადგილობრივებს სამედიცინო ბრიგადის გამოძახება ქუთაისდან უწევდათ, რეანომობილი კი ამიერიდან ტყიბულში იქნება, რაც ძლიან მნიშვნელოვანია მეშახტეთა ქალაქისთის. რეანიმატოლოგთა ბრიგადა დროულად მოახდენს ავადმყოფისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევას, საჭიროების შემთხვევაში კი ოპერატიულად უზრუნველყოფს პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანას"-განაცხადა ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებლმა რობიზონ გვენეტაძემ.

რეანომობილი აღჭურვილია უმაღლესი დონის მატერიალურ-ტექნიკური ბაზით და სრულფასოვანი რეანიმაციის ჩსატარებლად ყველანაირი პირობაა შექმნილი. კატასტროფის ცენტრი დაკომპლექტებულია კვალიფიციური კადრებით, რომლებიც მოსახლეობას სათნადო სამედიცინო დახმარებას გაუწევენ.

სამედიცინო კორპორაცია ,, ევექსმა" კატასტროფის ცენტრის ჩამოყალიბება ტყიბულში, მუნიციპალიტეტის გამგეობის აქტიური მხარდაჭერითა და ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსებით მოახდინა.




скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com