თებერვლის მეორე ნახევარში სეზონური ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი


  თებერვლის მეორე ნახევარში საქართველოში ვირუსების გავრცელების მატებაა მოსალოდნელი. როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, ვირუსების გავრცელების მაჩვენებლით, სეზონზე პიკი გასული წლის დეკემბერში (50-ე კვირაში) დაფიქსირდა და ერთი პიკი გადავლილია.
  მომდევნო მატება კი სავარაუდოდ, თებერვლის მეორე ნახევარში არის მოსალოდნელი, თუმცა, პაატა იმნაძის განმარტებით, შემთხვევები იქნება გაცილებით ნაკლები, ვიდრე იყო დეკემბერში.
  "ერთი პიკი უკვე გვქონდა დეკემბერში, 50-ე კვირაში და ამის შემდეგ თებერვლის მეორე ნახევარში გვექნება მატება, ოღონდ ზომიერი მატება იქნება. ჩვეულებრივი გრიპის ვირუსია, ძირითადად, გრიპის ვირუსებს შორის – H3 არის წამყვანი, ცოტა არის B ტიპის ვირუსი"- განაცხადა იმნაძემ

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com