ინდონეზიაში თვითმფრინავის კატასტროფისას 13 ადამიანი დაიღუპა

18 დეკემბერი, 2016 1 414


 
 
 ინდონეზიაში, პროვინცია პაპუაში სამხედრო-სამგზავრო თვითმფრინავმა კატასტროფა განიცადა. „როიტერის" ინფორმაციით, თვითმფრინავის ბორტზე 13 ადამიანი იმყოფებოდა, კატასტროფის შედეგად ყველა მათგანი დაიღუპა.
თვითმფრინავი ტინიკიდან ვამენში მიფრინავდა, რა დროსაც მთას შეეჯახა. წინასწარი ინფორმაციით, ავიაკატასტროფის მიზეზი უამინდობა გახდა. უცხოური მედიის ინფორმაციით, მაშველებმა ყველა დაღუპულის ცხედარი იპოვეს.
შეგახსენებთ, რომ ინდონეზიაში დეკემბრის დასაწყისში, კუნძულ რიაუსთან ავიაკატასტროფა პოლიცილების თვითმფრინავმაც განიცადა, ბორტზე მაშინაც 13 ადამიანი იმყოფებოდა.
скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: