ამბები




სსო-ები მომხმარებლის უფლებების კანონპროექტის თაობაზე გაცხადებას ავრცელებენ


სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ კანონპროექტის თაობაზე საჯარო განცხადება მოამზადეს.

განცხადებას „მეგა.ტვ" უცვლელად გთავაზობთ: „გასული წლის ივლისში საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მოახდინა „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის ინიცირება. კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება გადადგმული საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე, მომხმარებლების უფლებრივი მდომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში ბიზნეს-გარემოს გაჯანსაღების, მისი მოდერნიზაციისა და კონკურენტუნარიანობის ამაღლების კუთხით.

კანონპროექტის მომზადებაში აქტიურად იყვნენ ჩართული სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები და ეს პროცესი სამოქალაქო ჩართულობის კარგ მაგალითს წარმოადგენს.

მიუხედავად ამისა, კანონპროექტის მიღება ფერხდება. იგი პირველი მოსმენით განიხილეს შესაბამისმა საპარლამენტო კომიტეტებმა და მთავრობამ. ერთადერთი დაბრკოლება, კანონპროექტის პლენარულ სხდომაზე გასატანად არის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის მიერ კანონპროექტის პირველი მოსმენით განხილვა, რაც თითქმის ნახევარი წელია არ ეწყობა, რის ძირითად მიზეზადაც კომიტეტის წარმომადგენლები კანონპროექტის მიმართ შენიშვნებს ასახელებენ. მიუხედავად იმისა, რომ ამ შენიშვნების გათვალისწინების მიზნით ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტთან დიდი ხანია თანამშრომლობს, ეს უკანასკნელი მაინც არ ჩქარობს კანონპროექტის საპარლამენტო განხილვის პირველი ეტაპი დაასრულოს, რაც კანონპროექტის მიღების განუსაზღვრელი ვადით გადადებას იწვევს.

მოვუწოდებთ დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს აღარ გადადოს „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" კანონპროექტის საკომიტეტო მოსმენა.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტის ყველა წევრს მხარი დაუჭიროს ამ მნიშვნელოვან წამოწყებას, რომელიც გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვასდა ბიზნეს-გარემოს.” - ნათქვამია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com