ამბები




განათლების მინისტრის განმარტებით 2017 წლის ზამთარში პედაგოგების გამოცდები არ ჩატარდება


 


განათლების მინისტრის განმარტებით 2017 წლის ზამთარში პედაგოგების გამოცდები არ ჩატარდება. ტერმინი „გამოცდა" „კვალიფიკაციის ამაღლებით" შეიცვლება და ბარიერიც გაუქმდება.

”პედაგოგიური უნარების გამოცდა ბრუნდება, რომელიც ერთ დროს იყო და მერე გაუქმდა. ოღონდ, ამ გამოცდას ბარიერი არ ექნება. საგნობრივი გამოცდა ისევ რჩება, როგორც იყო, ოღონდ ბარიერი არც ამ გამოცდას ექნება. სიტყვა ”გამოცდა” არც ერთს არ ერქმევა, ეს ჩემთვის ძალიან პრინციპულია, რადგან 30 წლიანი გამოცდილების მქონე პედაგოგის გამოცდა არაადეკვატური მგონია. ერქმევა ”კვალიფიკაციის დადასტურება”, ”კვალიფიკაციის ამაღლება”, რაც გნებავთ, ოღონდ, გამოცდა და ბარიერი, არავითარ შემთხვევაში.

პედაგოგიური უნარებისა და საგნობრივი უნარების გარდა, აუცილებლად იქნება კომპონენტი, რომელიც შეეხება მშობლებთან მუშაობას. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ მშობლებთან ინდივიდუალურ რეჟიმში მეტად მუშაობას, მეტი დროის ხარჯვას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე გვექნება კომპონენტი, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებს უკავშირდება. მასწავლებლები, რომლებიც ნებაყოფლობით აირჩევენ ამ ბავშვებთან მეტი საათის გატარებას, ამაში კრედიტებს მიიღებენ. ასევე აკადემიური ხარისხი კრედიტების წყარო იქნება”, ... ზამთარში საგნობრივი გამოცდა არ ჩატარდება. ეს პირადად ჩემი გადაწყვეტილებაა. ყოველი გამოცდა, ბარიერიანი და მისი გაშუქება ჩაჭრილი მასწავლებლების კუთხით, მასწავლებლების პრესტიჟზე კიდევ ერთი დარტყმა იყო. მე ვფიქრობ, ეს ძალიან ცუდი რაღაც არის. ახალ რეალობაში, რამდენ ქულასაც მიიღებს პედაგოგი, იმ ქულის შესაბამის კრედიტებს დააგროვებს. ჩაჭრა, როგორც მოვლენა დამთავრდა”, - აღნიშნა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com