ამბები




ავარია თბილისში – ერთმანეთს სასწრაფო დახმარების მანქანა და “ჯიპი” შეეჯახნენ


 

 

 თბილისში, აბაშიძისა და ნაფარეულის ქუჩების კვეთაზე ერთმანეთს სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის მანქანა და მსუბუქის ავტომობილი შეეჯახნენ.
 მომხდარის შედეგად სასწრაფო-სამედიცინო დახმარების 4 ექიმი დაშავდა.
 როგორც "კვირას" თბილისის სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, 3 მათგანი მკურნალობას სახლში განაგრძობს, ერთი კი რესპუბლიკურ საავადმყოფოშია, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო – ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან  ექსპლუატაციის წესის დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.
შემთხვევა გვიან ღამით მოხდა.

 

kvira.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com