ამბები




ქუთაისის "ტორპედო" თასის ფინალშია


 

 

ქუთაისის "ტორპედომ" თბილისის "დინამოს" საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის ნახევარფინალში 3:2 სძლია და ფინალში გავიდა, სადაც მარტვილის "მერანს" დაუპირისპირდება. ფინალი 22 ნოემბერს ზესტაფონის "დავით აბაშიძის" სახელობის სტადიონზე შედგება. .ქუთაისელებმა თასის 13 -გზის მფლობელებთან მონდომებით ითამაშეს და მინდვრის მასპინძელს 3:2 სძლიეს. ეს „დინამოსთან" სათასო შეხვედრათა ისტორიაში „ტორპედოს" პირველი გამარჯვება გახლდათ. აქამდე ტორპედოელებს 5-ჯერ უთამაშიათ თასის ფინალებში - 1999 და 2001 წლებში ისინი საპატიო ტიტულის მფლობელები გახდნენ.

 

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com