ამბები




საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში


 

 

 თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საუდის არაბეთის წამყვანი ავიაკომპანიები სტუმრობდნენ.
TAV-ის მმართველობაში არსებულ მედინას აეროპორტში ოპერირებად ავიაკომპანიების გაერთიანებული კომიტეტის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა, TAV Holding-ის ორგანიზებით გაიმართა.
 როგორც „კვირას" კომპანიიდან აცნობეს, „TAV Georgia"-მ სტუმრებს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალისა და კომპანიის საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მედინას აეროპორტის წამყვანი ავიაკომპანიები ქვეყნის ავიაბაზრითაც დაინტერესდნენ.
 შეხვედრა, რომელიც გაცნობითი ხასიათის იყო, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.
დისკუსიის დროს მხარეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებზეც ისაუბრეს.
 3 დღიანი ვიზიტის ფარგლებში, ავიაკომპანიის წარმომადგენლები „TAV Georgia"-ს ორგანიზებით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონს ეწვევიან და ქვეყნის ტურისტულ პოტენციალს ადგილზე გაეცნობიან.
 TAV Holding-ი ფრანგულ კომპანია ADP-თან ერთად მსოფლიოს 4 კონტინენტზე, 37 აეროპორტში ოპერირებს, მათ შორის საუდის არაბეთის, მედინას აეროპორტში.

 

kvira.ge

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com