ამბები

"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონში დაგეგმილ ცვლილებებს პარლამენტში განიხილავენ


პარლამენტი ავტომობილებთან და საგზაო მოძრაობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო პაკეტის განხილვას იწყებს. ამ თემაზე პირველი საკომიტეტო სხდომა დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა დანიშნა, რომელიც 21 იანვარს, პარლამენტში გაიმართება. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივას კომიტეტის წევრებს შს მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი წარუდგენს.
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის გარდა, აღნიშნული ინიციატივის განხილვის და დასკვნის მომზადების ვალდებულება აქვს ადამიანის უფლებათა დაცვისა და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებს. წამყვანი კომიტეტი კი, იურიდიულ საკითხთა კომიტეტია. სწორედ საკომიტეტო განხილვების დასრულების შემდეგ გავა საკითხი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. 
"საგზაო მოძრაობის შესახებ" კანონსა და რამდენიმე სხვა კანონში დაგეგმილი ცვლილება მარჯვენასაჭიანი და საჭეგადატანილი მანქანების რეგისტრაციის აკრძალვას და მართვის მოწმობებზე ქულათა სისტემის დაწესებას ითვალისწინებს. გარდა ამისა, საკანონმდებლო პაკეტით 3-დან 6-წლამდე ავტომობილები შეღავათიანი დაბეგვრის რეჟიმში ექცევა, ხოლო მნიშვნელოვნად იზრდება აქციზის გადასახადი 9 წელზე მეტი ასაკის ავტომობილებისთვის. შეღავთიან რეჟიმში გადადის მოპედებისა და მოტოციკლების აქციზით დაბეგვრაც. 
აღნიშნულ საკანონმდებლო ინიციატივასთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა შსს-ს წარმომადგენლებთან ე.წ. სამუშაო შეხვედრა გამართეს. პარლამენტის წევრებს აქვთ შენიშვნები და განსხვავებული მოსაზრებები. მოსალოდენლია, რომ განხილვის პროცესში ინიცირებული პროექტის კორექტირება განხორციელდება. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com