ამბები




სამების ტაძარში წყლის კურთხევა მიმდინარეობს


ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძრის ეზოში არსებულ დიდ აიაზმაში ამ წუთებში წყლის კურთხევა მიმდინარეობს. წყალკურთხევას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მღვდელთმთავრებთან და სასულიერო პირებთან ერთად ასრულებს. 
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით წყალკურთხევის დროს პატრიარქი ჯვარს წყალში სამჯერ ჩაუშვებს, როგორც ეს მოხდა უფლის იორდნეში ჩასვლისას. ნაკურთხი წყალი შემდეგ ტაძარში მყოფ მრევლს შორის განაწილდება. პატრიარქი ნაკურთხი წყლით სამების ტაძარს აკურთხებს. ხატებს, საპატრიარქო ტახტს და საკურთხეველს აკურთხებს და მრევლს ასხურებს. 
დღესასწაულთან დაკავშირებით სამების ტაძარში საღმრთო ლიტურგია დასრულდა. წყალკურთხევის რიტუალის შესრულების შემდეგ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი მრევლს ტრადიციული ქადაგებით მიმართავს და დღევანდელ დღეს მიულოცავს. скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com