ამბები




22 წლის ბათუმელი ბიჭის გმირობის და ტრაგიკული დაღუპვის ამბავი...





21 სექტემბერს ბათუმში მომხდარმა
 
ტრაგიკულმა შემთხვევამ ზღვისპირა ქალაქი შეძრა: ე.წ ბენზეს დასახლებაში, 12-სართულიანი კორპუსების წინ მდებარე შადრევნის აუზში ჩავარდნის შედეგად, უკრაინის მოქალაქე 3 წლის გოგონას დენმა დაარტყა. ის სასტუმროს ტიპის სახლში დასასვენებლად მამასთან ერთად იმყოფებოდა.

ბავშვის ამოსაყვანად აუზში 22 წლის ნიკა გოგრაჭაძე გადახტა, რომელმაც გოგონა გადაარჩინა, თუმცა თავად, მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოში გარდაიცვალა. ნიკას გმირობის შესახებ ფეისბუქის გვერდი ბათუმი / Batumiერს და მის ფოტოს აქვეყნებს:

"ეს არის ბათუმელი ნიკა გოგრაჭაძე, რომელმაც უყოყმანოდ გაწირა თავი უცხოელი ტურისტი ბავშვის გადასარჩენად. შემთხვევა 21 სექტემბერს მოხდა,3 წლის უკრაინელი გოგონა ე.წ. ბენზეს დასახლებაში, საოჯახო ტიპის სასტუმროს ეზოში მდებარე აუზში შემთხვევით ჩავარდა, ბავშვის ამოსაყვანად აუზში ნიკა უმალვე ჩავიდა, ნიკას დენმა დაარტყა და დაიღუპა. გოგონა გადარჩა.

ნიკა გმირია! გმირი, რომელმაც დაუფიქრებლად გაწირა საკუთარი სიცოცხლე, პატარა გოგონას გადასარჩენად. ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული... "ის, ვინც ოდესმე გადაარჩენს ერთ სიცოცხლეს, გადაარჩენს მთელს მსოფლიოს" - ვკითხულობთ ფეისბუქის გვერდზე.

22 წლის სტუდენტი ნიკა გოგრაჭაძე 29 სექტემბერს ბათუმში დაკრძალეს...

წყარო:"კვირის პალიტრა"


скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com