პროფესიულ კოლეჯებს განათლების მინისტრმა ხარისხის სერტიფიკატები გადასცა

19 იანვარი, 2016 1 911


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების ორგანიზებით, შიდა ხარისხის მართვის „სრულყოფის მოდელის" დანერგვის პროცესში მიღწეული წარმატებისთვის, პროფესიული სასწავლებლები დაჯილდოვდნენ. ღონისძიება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა თამარ სანიკიძემ გახსნა და ერთად, ექვს პროფესიულ დაწესებულებას სერტიფიკატები გადასცა.

განათლებისა და მეცნიერებეთა სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით ხარისხის მართვის ევროპული ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს ორგანიზაციებს გააუმჯობესონ საკუთარი საქმიანობა EFQM მოდელის - „გზა წარმატებისაკენ" გამოყენებით, რომელიც წარმოადგენს მართვის კომპლექსურ ჩარჩოს. ამ მიზნით, 2015 წლის დასაწყისში შეირჩა სამი კერძო (ბათუმის საზოგადოებრივი აკადემია - BPA; საქართველოს ბიზნესის აკადემია - SBA; საზოგადოებრივი კოლეჯი „გეორგია") და სამი სახელმწიფო (საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრი"; საზოგადოებრივი კოლეჯი „ოპიზარი" და საზოგადოებრივი კოლეჯი „ახალი ტალღა") პროფესიული დაწესებულება, რომლებმაც EFQM-ის კონსულტანტის დოქტორ სიუზან კალდშმიტის დახმარებით, განახორციელეს თვითშეფასებები, გამოკვეთეს გასაუმჯობესებელი საკითხები და მათზე დაყრდნობით, დაგეგმეს შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები.

პრესსამსახურის ინფორმაციით პროექტების შეფასება 2015 წლის შემოდგომაზე მიმდინარეობდა და მასში მონაწილეობდნენ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვალიდატორები, რომლებიც EFQM-ის წარმომადგენელმა გადაამზადა. შეფასების პროცესში ყველა დაწესებულებას მიენიჭა EFQM-ის პირველი დონის - „სწრაფვა წარმატებისკენ" - აღიარება.

როგორც განათლების სამინისტროს პრესსამსახურიდან იუწყებიან  EFQM-ის მოდელის მიხედვით, პროცესში მონაწილე კოლეჯები მეორე დონის აღიარების მოსაპოვებლად კიდევ ერთხელ განახორციელებენ თვითშეფასებებს, რის საფუძველზეც, შიდა ხარისხის მართვის გასაუმჯობესებელი პროექტები დაიგეგმება. წელს დაგეგმილია სხვა პროფესიული დაწესებულებების ჩართულობაც.

მათივე ინფორმაციით წელს ასევე გამოვა „შიდა ხარისხის მართვის სახელმძღვანელო პროფესიული სასწავლებლებისათვის". მასში ინტეგრირებული იქნება EFQM-ის მოდელისა და ISO 29990 - ISO 9001 სტანდარტები. ელექტრონული სახელმძღვანელო ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იქნება ელექტრონულად.

ღონისძიებაზე პროფესიული სასწავლებლების სტუდენტების ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: