ამბები




შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს თანამშრომლებს შორის ამხანაგური საფეხბურთო მატჩი გაიმართა





აშშ-ს საელჩომ საქართველოში ტრადიციულ ამხანაგურ საფეხბურთო მატჩს უმასპინძლა, რომელშიც შს სამინისტროსა და საელჩოს საფეხბურთო გუნდები მონაწილეობდნენ.

მატჩს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელი ადამ ლამორო და საელჩოს თანამშრომლები ესწრებოდნენ.

მატჩის დაწყებამდე, აშშ-ს ელჩის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ადამ ლამორომ, წარმატებული თანამშრომლობისთვის, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და თბილისის პოლიციის დეპარტამენტების, ასევე, მთავარი პროკურატურის და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

„დღევანდელი ამხანაგური თამაში შსს-სა და აშშ-ს საელჩოს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობისა და მეგობრული ურთიერთდამოკიდებულების კიდევ ერთი მაგალითია. მსგავსი ღონისძიებები ხელს უწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო, საქმიანი და მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და არსებული თანამშრომლობის გაღრმავებას", - აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.

შს სამინისტროს და აშშ-ს საელჩოს ამხანაგური საფეხბურთო მატჩი თბილისში მეორე წელია იმართება.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com