გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

26 სექტემბერი, 2016 1 863




გურჯაანის რაიონის სოფელ კარდენახში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს.  
ადგილობრივების ინფორმაციით, ოთარ გოგებაშვილის დაჭრას, წინ უძღვოდა ახალგაზრდებს შორის ურთიერთშელაპარაკება. მათივე თქმით, ოთარ გოგებაშვილი ცივი იარაღით არის დაჭრილი.

იგი გურჯაანის საავადმყოფოში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ დაიყვანა, სადაც გადაუდებელი ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით არის აღძრული, რაც სხეულის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ასევე, შსს-ს ინფორმაციით, ეჭვმიტანილი იდენტიფიცირებულია, თუმცა ამ დროისთვის ის დაკავებული არ არის.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: