ავარია რუსთავის მაგისტრალზე - ერთმანეთს 4 მანქანა დაეჯახა

23 სექტემბერი, 2016 2 332





რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, ინფორმაციას ამის შესახებ "ინფო რუსთავი" ავრცელებს. რუსთავიდან ქვემო ფონიჭალის მონაკვეთზე, "სოკარი"-ს ბენზინგასამართ სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე დაახლოებით 18:30 საათზე მოხდა. ერთმანეთს 4 ავტომობილი დაეჯახა, მათგან ერთერთი მიკრო ავტობუსია, რომელიც შეჯახებისას გადაყირავდა. ავარიის შედეგად დაშავებული 2 ადამიანი სასწრაფო დახმარების ეკიპაჟებმა უახლოეს საავადმყოფოებში გადაიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყო სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

შ.ს.ს.-ს განცხადებით გამოძიება 276 მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ადამიანის ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: