სტიქია ოზურგეთში - დატბორილი ქუჩები და დაზიანებული სახლები
ნანახია: 1 694
|
21-09-2016, 22:47
|

ბოხვაურში 20-მდე საცხოვრებელ სახლს ქარმა სახურავი გადახადა. სტიქია წუხელ, გვიან ღამით, ძლიერი ქარის შედეგად მოხდა. ასევე წაქცეულია ელექტროგადამცემი ბოძი.
პრობლემები შეექმნა სოფელ ჭანიეთის მოსახლეობასაც, წვიმის შედეგად მოვარდნილმა წყალმა სოფელში შესასვლელი დატბორა.
როგორც გამგეობაში გვეუბნებიან, ადგილზე მძიმე ტექნიკას ელოდებიან და დაიწყება გაწმენდითი სამუშაოები.
დღეს დილოდან ოზურგეთში გადაუღებლად წვიმს, რის გამოც დაიტბორა ქალაქის ქუჩები, ასევე დაიტბორა ქალაქის ცენტრში არსებული ჭადრების ბაღი, სადაც რამდენიმე ხნის განმავლობაში გავლა შეუძლებელი იყო.
სტიქიამ ქალაქ ოზურგეთში რამდენიმე ქუჩაზე საცხოვრებელი სახლები დააზიანა. სახურავი გადახდილი აქვს გრიშაშვილის, კალანდარიშვილის, თავისუფლების, ბაქრაძის, მოსკოვის და ნინოშვილის ქუჩებზე მდებარე სახლებს. ქალაქის მერი ადგილზე გაეცნო შექმნილ სიტუაციას და სტიქიისგან დაზარალებული თითოეული სახლი მოინახულა.
ამჟამად მიმდინარეობს ზარალის დათვლა.


წყარო: newposts.ge
скачать dle 12.0
მოქალაქე ჟურნალისტი