"მესამე დღე სრულდება რაც შიმშილობს 5 შვილის დედა... მოშიმშილის მდგომარეობა არის უკვე გაუსაძლისი " -გოგი წულაია

26 აგვისტო, 2016 2 251


ქუთაისში 5 შვილის დედა შიმშილობს გოგი წულაია-ის სურათის შედეგი

მრავალშვილიანი დედა ქუთაისის მერიის წინ მესამე დღეა შიმშილობს. ანა დეისაძე 5 შვილის დედაა და ის თაღლითური გზით საცხოვრების გაყიდვაზე საუბრობს და დახმარებას ითხოვს.
მრავალშვილიან დედას მხარდაჭერას პარტია „თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გოგი წულაია უცხადებს. აღნიშნულთან დაკავშირებით წულაია ფეისბუქის პირად გვერდზე შემდეგ პოსტს აქვეყნებს:
"მესამე დღე სრულდება რაც შიმშილობს 5 შვილის დედა და ხელისუფლებიდან ადეკვატური რეაგირება არ ყოფილა. მხოლოდ რეოკომენდაციებით შემოიფარგლებიან. ნოშიმშილის მდგომარეობა არის უკვე გაუსაძლისი. მის თვალებში უკვე იკითხება გულგატეხილობა, თვითმკვლელობისაკენ მიდრეკილება და აცხადებს, რომ თავს დაიწვავს. ამ ქალაქს უკვე ეყოფა ერთი პრეცედენტი, როცა ქალბატონმა თავი დაიწვა. არ დაუშვათ იგივე განმეორდეს!!! ნუთუ ქალაქის მესვეურთ არ ეყოფათ ძალისხმევა გადაარჩინოს 5 შვილის დედა, გამოსახლება არის უკიდურესი ფორმა. დავუდგეთ გვერდით ჩვენს ქალაქელს, ქუთაისის სუფთა ქართული ქალაქია, ნუ ვიქნებით გულგრილნი ამ საქმის მიმართ. მოვუწოდებთ ქალაქის მესვეურთ: გაიღონ საკუთარი შესაძლებლობიდან შემოწირულობა მათ დასახმარებლად. ნუ გაწირავთ ამდენ მომავალ ქართველს გადაარჩინეთ ქართული ოჯახები." -წერს წულაია.скачать dle 12.0
კომენტარები
აგრეთვე იხილეთ: