ამბები

ბახმაროში ნაცემი 12 წლის გოგონა და ორი ქალბატონი -შსს-მ გამოძიება დაიწყო





,,გურიის მოამბის" ინფორმაციით, გუშინ საღამოს ბახმაროში დამსვენებლები სცემეს.

 

 შემთხვევა ე.წ ვიშკების დასახლებაში მოხდა, სადაც სახელისუფლებო პარტიიდან, ჩოხატაურის საკრებულოს დეპუტატი, ნაბეღლავის თემიდან, ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში დამსვენებლებს დანით მიუვარდა. ნაცემი და დაშავებულია ხუთამდე დამსვენებელი, მათ შორის 12 წლის გოგონა.

დაპირიპირება წყლის მიწოდების გამო დაიწყო, შარაშიძე ადგილზე რამდენიმე თანხმლებ პირთან ერთად მივიდა და აღნიშნულ უბანში წყლის გამორთვა მოითხოვა, რადგან სასმელი წყალი მის უბანს მიწოდებოდა: გვემუქრებოდა გაგასახლებთ აქედან ყველასო. გინება დაგვიწყო. მერე ცემაზე გადმოვიდნენ. 12 წლის გოგოა ნაცემი, რომელიც ძალიან ცუდად გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ნაცემია გოგონას ბაბუაც. რომელსაც თავის არეში აქვს დაზიანებები მიყენებული. ის პოლიციამ ექსპერტიზაზე გადაიყვანა. დაშავებულია ასევე ორი ქალბატონი მერი ანთაძე და თამარ ჭელიძე"-განაცხადა ერთ-ერთმა დამსვენებელმა.

როგორც დამსვენებლები ამბობენ მსგავსი შემთხვევა გასულ წელსაც მოხდა, როცა ბაკურ შარაშიძე ნასვამ მდგომარეობაში ფიზიკურად გაუსწორდა რამდენიმე დამსვენებელს.

როგორც ,,ნიუპოსტს" შს სამინისტროს პრესცენტრში განუცხადეს, მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125-ე მუხლით.

скачать dle 12.0

Avatar
T:555 000 289
თეგები:

Facebook კომენტარები

შემოთავაზებული სიახლეები

ჩვენ სოციალურ ქსელებში

ჩამოტვირთეთ Google Play-დან

ჩვენს შესახებ

    შპს დამოუკიდებელი ტელეკომპანია მეგატვ–ს მისიაა მედიაბიზნესის განვითარება და დემოკრატიული სახელმწიფოს შენებაში აქტიური მონაწილეობა. კომპანიის ხედვის ხაზი იმ ღირებულებებზე გადის, რომელიც მედიის საანდოობას , დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობას განსაზღვრავს. ახალი ტექნოლოგიების დანერგვა, პროფესიული ზრდისა და კვალიფიკაციის ამაღლება, ფინანსური და სარედაქციო დამოუკიდებლობისათვის მუდმივი ძალისხმევა კომპანიისათვის მუდმივად პრიორიტეტია.

ჩვენი ელ-ფოსტა

tvcompanymegatv@gmail.com